ეკატერინე ტიკარაძე: ,,ფაიზერით” ვაქცინაციის პროცესი 16 ივლისს დაიწყება

,,ფაიზერით” ვაქცინაციის პროცესი 16 ივლისს დაიწყება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინსიტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

,,ფაიზერის” ვაქცინის დოზები საქართველოში უკვე ჩამოვიდა.

,,დღეს მივიღეთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ,,ფაიზერის” დოზები. ჩვენ უკვე საშუალება გვეძლევა, მოქალაქეებს ხელმისაწვდომობა გავუჩინოთ ,,ფაიზერის” ვაქცინაზე. დღეიდან უკვე ,,ფაიზერის” ვაქცინებითაც ვიწყებთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესს. ვაქცინაციის პროცესი დაიწყება 16 ივლისს,” – განაცხადა ტიკარაძემ.

“pfizer”-ის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, „ფაიზერითა” და “ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, ხოლო ჩინური ვაქცინებით – “სინოფარმითა” და “სინოვაკით” იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ.

“pfizer”-ით ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.xn--ge–2wnj/

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები