ანდრია ჯაღმაიძე: გვაჩვენეთ კადრები და თუ რაიმე პასუხისმგებელობა გამოიკვეთება სასულიერო პირების ან ვინმეს მიმართ, ვინც უკავშირდება საპატრიარქოს აუცილებლად მივიღებთ ზომას
ჟურნალისტის კითხვა: იზიარებთ თუ არა მეუფე ანტონის განცხადებას, რომ მედიის ბრალია 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები? – ეს ჟურნალისტები ბრალი არ არის. ვფიქრობ, თქვენი ბრალი არ არის ეს. ბრალი არის თქვენი რედაქციებისა, – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, მათთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ჟურნალისტებზე ასეთი აგრესია იქნებოდა.
“მე არ ვამბობ, რომ რაიმე გამართლება აქვს იმ ძალადობას, იმ საშინელებას, რაც ვნახეთ. სრულიად წარმოუდგენელი რამეა და ვერავინ ამას წინასწარ ვერ გათვლიდა, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე იქნებოდა ასეთი აგრესია…
თქვენ ეტყობა არ გინახავთ ჩვენი განცხადებები. გავრცელდა საპატრიარქოს დაახლოებით 5 ან 6 განცხადება მშვიდობისკენ მოწოდებისა.
მამა შალვა კეკელიამ პირდაპირ ტრიბუნიდან გამოაცხადა, რომ მოხდა ინციდენტი ჟურნალისტებთან დაკავშირებით და მოუწოდა ყველას მშვიდობისაკენ. ამის გარდა, იყო საპატრიარქოს გვერდზე გავრცელებული დაახლოებით 5 განცხადება.
წინასწარაც გავაკეთეთ ამის შესახებ განცხადება და ვაფრთხილებდით ყველას, რომ ასეთი ესკალაცია შეიცავდა გარკვეულ საფრთხეებს. რამდენი განცხადება გავაკეთეთ, ყველას ვაფრთხილებდით, საელჩოებს ვაფრთხილებდით ასევე, ვაფრთხილებდით „პრაიდის” მონაწილეებს, სახელმწიფოსაც და ზოგადად ყველას. ბოლო დღემდე მოვუწოდებდით, რომ „პრაიდი” გაუქმებულიყო და ყველას ეგრძნო პასუხისმგებელობა.
ნახეთ ჩვენი განცხადებები, იქ არის მრევლისადმი მოწოდება.
გვაჩვენეთ კადრები და თუ რაიმე პასუხისმგებელობა გამოიკვეთება სასულიერო პირების ან ვინმეს მიმართ, ვინც უკავშირდება საპატრიარქოს აუცილებლად მივიღებთ ზომას.
ჟურნალისტის კითხვა: იზიარებთ თუ არა მეუფე ანტონის განცხადებას, რომ მედიის ბრალია 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები?
ეს ჟურნალისტები ბრალი არ არის.
ვფიქრობ, თქვენი ბრალი არ არის ეს. ბრალი არის თქვენი რედაქციებისა.
მინდა, მოსახლეობამ უბრალოდ მოიკითხოს, ვინ არის იმ ტელევიზიის მფლობელები, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ. ახალგაზრდა ჟურნალისტებს უშვებენ დავალებებით და თვითონ ვინ არიან? რა მოტივაცია აქვთ? მე არ ვამბობ, რომ რაიმე გამართლება აქვს იმ ძალადობას, იმ საშინელებას, რაც ვნახეთ. სრულიად წარმოუდგენელი რამეა და ვერავინ ამას წინასწარ ვერ გათვლიდა, ვერ წარმოიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე იქნებოდა ასეთი აგრესია. არ ვიცი, რითი უნდა ავხსნათ ეს. სხვა საქმეა, როდესაც მე ვსაუბრობ ტელევიზიების რედაქციებზე, ვგულისხმობ ყველაფერ იმას, რაც ბოლო დღეებში, აი, ამ პერიოდში, მიტინგებზე ხდება, საშინელი აგრესია და სიძულვილი, სიმყრალე, თუ შეიძლება ითქვას, ყველაფერი გაისმა ეკლესიის მიმართ”, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.