ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავცელებს.

მათივე ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (უხვი ნალექი, ნისლი) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები