ცხოველების როლი პირველ მსოფლიო ომში (ფოტოკოლაჟი)

მიუხედავად იმისა, რომ პირველ მსოფლიო ომში საბრძოლო ტექნოლოგიები საკმაოდ განვითარებული იყო, „ძველი მეთოდებიც“ პოპულარობით სარგებლობდა. ტანკების, თვითმფრინავების და ტყვიამფრქვევების პარალელურად, ადამიანები ცხოველებსა და მათ უნარებზე იყვნენ დამოკიდებული: ტრანსპორტის, ლოგისტიკისა თუ კომინიკაციების კუთხით, ხშირად – უბრალოდ, ნუგეშისთვისაც.

საბრძოლო მასალების გადასაზიდად არა მხოლოდ რკინიგზა და სატვირთო გემები, არამედ ცხოველებიც გამოიყენებოდა. ასობით ათასი ცხენი, ვირი, ხარი, ზოგჯერ – ძაღლი და აქლემიც კი.

1918 წელს ბრიტანეთის არმიის 500 000 ცხენი, საბრძოლო აღჭურვილობის ტრანსპორტირების გარდა, ფრონტზე და ფრონტს მიღმა მყოფი ადამაინებისთვის 34 000 ტონა ხორცისა და 45 000 ტონა პურის განაწილებას უზრუნველყოფდა.

ცხოველების გარდა, აქტიურად იყენებდნენ გაწვრთნილ ფრინველებს – ძირითადად, შეტყობინებების გასაგზავნად. ისინი 40კმ/სთ-ით ან უფრო მეტი სიჩქარით გადაადგილდებოდნენ. მაგალითად, ერთ-ერთმა ფრინველმა, მოკავშირეებისთვის მიწოდებული ამბებით, 194 ჯარისკაცის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ფრინველი დაჭრეს, მან მაინც მიიტანა შეტყობინება დანიშნულები ადგილას.


პირველი მსოფლიო ომი იყო ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში (მეორე მსოფლიო ომამდე), რომელსაც, დაახლოებით, 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მოკავშირეთა ძალებმა ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და მოგვიანებით, იტალიისა და აშშ-ის მეთაურობით, დაამარცხეს ცენტრალური ძალები გერმანიის იმპერიის, ავსტრია-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიის აქსისში.

ბრძოლების უდიდესი ნაწილი განხორციელდა დასავლეთის ფრონტის გასწვრივ ჩრდილოეთის ზღვიდან შვეიცარიის საზღვრამდე. აღმოსავლეთის ფრონტზე კონფლიქტის მასშტაბი იგივე იყო, თუმცა ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო, ტექნიკურად ნაკლებად აღჭურვილი. შეტაკებები განხორციელდა ზღვაზე და მის ქვეშ, და პირველად ისტორიაში – ჰაერშიც.

ომს შედეგად ოთხი იმპერიის დაშლა მოჰყვა: ავსტრია-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და რუსეთის. გერმანიამ დაკარგა მისი ზღვისიქითა იმპერია და ახალი სახელმწიფოები – ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და იუგოსლავია შეიქმნა. ამ ომის შედეგები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მეორე მსოფლიო ომის განვითარებისთვის.


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები