ირაკლი ღარიბაშვილი: ზედმეტი კეკულუცობა არ არის საჭირო, ოპოზიციური ტელევიზიები „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ პირდაპირ სააკაშვილის მიერ იმართება

“ზედმეტი კეკულუცობა არ არის საჭირო, ოპოზიციური ტელევიზიები „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ პირდაპირ სააკაშვილის მიერ იმართება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მათი და „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგი აბსოლუტურად იდენტურია და სურთ, ხელისუფლება ჩამოაგდონ და ისევ ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოვიდნენ.

„კითხვები დაისვა იმის შესახებ, თუ რა კავშირი ჰქონდა ლგბტ თემსა და მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან. აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო „სირცხვილია“, რომელიც აბსოლუტურად, სრულად სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ იმართება. ეს არის დადასტურებული ფაქტი.

ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ თავისუფალი მედია განვითარდეს. კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პატივისცემას ბევრი პროფესიონალი მუშაობს მედიაში. მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ, ზედმეტი კეკულუცობა არ არის საჭირო. ვთქვათ პირდაპირ. ოპოზიციური ტელევიზიები, აღარ ჩამოვთვლი „მთავარი“, „ტვპირველი“, „ფორმულა“ პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათი მოპარული ფინანსებით. შესაბამისად მათი და „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგი აბსოლუტურად იდენტურია. მათ აქვთ ერთი მიზანი, რომ ხელისუფლება ჩამოაგდონ და ისევ ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოვიდნენ. ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ერთადერთი გზა ხელისუფლებაში მოსვლის არჩევნებში მონაწილეობაა,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები