მამუკა ჭელიძე: არ იქნება სწორი და პროფესიონალური გამოძიებამ წინასწარ ზედოზირებაზე ისაუბროს, თუმცა ეს ვერსიაც განიხილება ბუნებრივია
შინაგან საქმეთა სამინისტროში ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ბრიფინგი გაიმართა, სადაც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა – მამუკა ჭელიძემ განაცხადა: „მოგეხსენებათ დღეს დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. არ იქნება სწორი და პროფესიონალური გამოძიებამ წინასწარ ზედოზირებაზე ისაუბროს. თუმცა ეს ვერსიაც განიხილება ბუნებრივია. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში როგორც აღვნიშნე ჩართულია ოჯახი და დამოუკიდებელი ექსპერტი. იგი ზედმიწევნით შეისწავლის გარდაცვალების უშუალო მიზეზებს, ნარკოტიკების როლს მის გარდაცვალებასთან ასეთის არსებობის შემთხვევაში თუ სხვა შემთხვევებს“.