“გამოსავალი არის მოლოტოვი” – ასე ეხმაურება მოქალაქე ირაკლი ჩანქსელიანი დღეს დაგეგმილ აქციას, რომელიც ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას უკავშირდება.
ასევე მოქალაქე გიორგი ნაკაიძე სოციალურ ქსელში წერს: “ვინც დღეს აქციაზე მოდიხართ, ყველას ზურგჩანთაში უნდა ჰქონდეს – პირველადი დახმარების ნებისმიერი ნივთი…”.
ცნობისთვის, დღეს, 20:30 საათზე მთავრობის კანცელარიასთან მედიის წარმომადგენლები აქციას – „ერთად ლექსოსთვის – არა ძალადობას!“ გამართავენ.
მედიის წარმომადგენლები 5 ივლისს მომხდარ ფაქტებს გააპროტესტებენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.
ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 5-6 ივლისს “თბილისი პრაიდის” ღონისძიებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს დაზარალდა. ის შესაბამისი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან ბინაზე გაეწერა. დღეს დილით კი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.