ბათუმში ოპერატორებმა მდუმარე აქცია გამართეს
ბათუმში, ვარდების სკვერში ოპერატორებმა მდუმარე აქცია გამართეს.
მათ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორს ლექსო ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრეს. აქციის მონაწილეებმა, ასევე, 5 ივლისს თბილისში გამართულ აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ოპერატორების თქმით, ისინი ძალადობას გმობენ და ფაქტის დროულ გამოძიებას მოითხოვენ.
ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 5-6 ივლისს “თბილისი პრაიდის” ღონისძიებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს დაზარალდა. ის შესაბამისი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან ბინაზე გაეწერა. დღეს დილით კი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.