ირაკლი ზარქუა: უბედურება იყო რაც ამ დღეებში თბილისში ხდებოდა, ამაში ყველა მხარე ვართ დამნაშავე – ერიც და ბერიც, დღეს კი, კიდევ უფრო უარესი ტრაგედიით დასრულდა – ახალგაზრდა ჟურნალისტის გარდაცვალებით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“უბედურება იყო რაც ამ დღეებში თბილისში ხდებოდა!.. და ამაში ყველა მხარე ვართ დამნაშავე- ერიც და ბერიც! დღეს კი, კიდევ უფრო უარესი ტრაგედიით დასრულდა – ახალგაზრდა ჟურნალისტის გარდაცვალებით… ვუსამძიმრებ ლაშქარავების ოჯახს, მათ ახლობლებს და ტვ- პირველს! ასეთი ტრაგედიები არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში! რამდენადაც ვიცი, ოჯახის ინიციატივით დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაერთო და შესაბამის დასკვნებიც დაიდება კიდეც და სათანადო რეაგირებაც მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან.. თუმცა მის სიცოცხლეს ეს მაინც ვერ დააბრუნებს კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს!”,- წერს ზარქუა.

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 5-6 ივლისს “თბილისი პრაიდის” ღონისძიებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს დაზარალდა. ის შესაბამისი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან ბინაზე გაეწერა. დღეს დილით კი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები