ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 21 წლის ბიჭს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკში კლინიკა “სენამედში” გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. რა გახდა დაჭრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები