თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის ბრალდებული 5 პირის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.
დაკავებულების მიმართ პროკურატურა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათი პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია.
ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით სულ 13 ადამიანია დაკავებული, მათგან 8-ს პატიმრობა უკვე შეეფარდა.
„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 16 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 35 პირი, მათ შორის 29 ჟურნალისტი და ოპერატორი.