არჩილ თალაკვაძე: ვხვდები, შეწუხებულები ხართ, რომ პარლამენტის წინ ვიღაცამ ჯვარი დადგა, მაგრამ არ მახსოვხართ შეწუხებულები, როცა თვეების განმავლობაში ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა
“ვხვდები, შეწუხებულები ხართ, რომ პარლამენტის წინ ვიღაცამ ჯვარი დადგა, მაგრამ არ მახსოვხართ შეწუხებულები, როცა თვეების განმავლობაში ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა”, – ამის შესახებ ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, სადაც
მმართველი გუნდის წევრმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, აიღებენ თუ არა ჯვარს, რომელიც პარლამენტის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა განათავსეს.
მისი თქმით, კანონმდებლობის ფარგლებში გადაწყდება და პარლამენტის წინ ტერიტორია დაუბრუნდება ისეთ ფორმას, რომელსაც პარლამენტი იმსახურებს.
„ჯვრის დანახვაზე იძაბებით? თქვენ ხართ მედია, რომელმაც საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. თქვენ ამ კითხვას რომ მისვამთ, ვხვდები, შეწუხებულები ხართ, რომ პარლამენტის წინ ვიღაცამ ჯვარი დადგა, მაგრამ წინა პერიოდში არ მახსოვხართ შეწუხებულები, როცა თვეების განმავლობაში ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა. მაშინ თქვენი პრეტენზიები არ მინახავს. ასე აღტკინებითა და შეწუხებით მაშინაც რომ გეკითხათ, კარგი იქნებოდა.
არაფერი გაბედე-არგაბედეს თამაში არ არის, მალე ნახავთ, რომ ნორმალურად, კანონმდებლობის ფარგლებში, გადაწყდება ყველა და პარლამენტის წინ ტერიტორია დაუბრუნდება ისეთ ფორმას, რომელსაც პარლამენტი იმსახურებს. აქედან სენსაციებს ნუ ქმნით. როგორც მოქალაქეები თუ უნდა შეწუხებულიყავით, უნდა შეწუხებულიყავით მაშინ, როცა ცარიელი კარვები იდგა და რამდენიმე ადამიანს ოპოზიცია სიცხეში აწამებდა ისე, რომ არანაირი პროტესტი იქ არ არსებობდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.