გია გაბრიჭიძე – თაკო ჩარკვიანს: “საოცრება” უკვე მოხდა – თქვენ საქართველოს პარლამენტის წევრი ხართ

“საოცრება” უკვე მოხდა – თქვენ საქართველოს პარლამენტის წევრი ხართ”, – ასე ეხმიანება ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე თაკო ჩარკვიანის სტატუსს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ წერს.

,,ზვიად გამსახურდიას აქვს ერთი იგავი – „დრენდოუტი და გუდურა“, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ ეჯახება ზღვაში მოტივტივე საცოდავი გუდურა დიდ დრენდოუტს იმისთვის, რომ ამ ძლიერ გემთან მებრძოლ რაინდად წარმოჩინდეს.

“ჩემი ინფორმაციით, ღარიბაშვილი გადადგება, თუ რაღაც “საოცრება” არ მოხდა” – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

“საოცრება” უკვე მოხდა – თქვენ საქართველოს პარლამენტის წევრი ხართ და ამ რამდენიმე წლის წინ, თქვენ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლა ვაშაძესთან ერთან სხვადასხვა კანონპროექტზე მუშაობთ, როცა სხდომათა დარბაზს თვალს გადაავლებთ, იქ მსხდომ გუდურებს (მამულაშვილი, გუბაზა დ.ა.შ.) თვალს მოავლებთ და ხმამაღლა იტყვით – აუუ, რამდენი ვააართ”, – წერს გაბრიჭიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები