სააკაშვილი – პატარაიას: თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი, სჯობს, გააგრძელოთ რუსული, დიეტური კატლეტის ჭამა დამპალი კომბოსტოთი

“ძვირფასო ბაია, თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი, სჯობს, გააგრძელოთ რუსული, დიეტური კატლეტის ჭამა თავის დამპალი კომბოსტოთი და კარგად გაითავისოთ ეს გემო”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილი კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელ ბაია პატარაიას ფეისბუქპოსტს ეხმაურება, სადაც ბაია პატარაია წერს, რომ თუ არჩევანი ექნება ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის, „ისევ გაცხელებული ხინკალივით მეორედ ჩამოტარებულ მიხეილ სააკაშვილს აირჩევდა“.

„ძვირფასო ბაია, თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი და მხოლოდ სასოწარკვეთილთან გინდა ამ კერძის ულუფის მიღება, მგონი, სჯობს, გააგრძელოთ რუსული, დიეტური კატლეტის ჭამა თავის დამპალი კომბოსტოთი და კარგად გაითავისოთ ეს გემო. არ ვაპირებ, ვინმეს დავამცირებინო ის მიღწევები, რომელიც ჰქონდა საქართველოს სახელმწიფოს ჩემი პრეზიდენტობის დროს, რომელიც იყო უპრეცედენტო ჩვენს ისტორიაში და უზარმაზარ სივრცეზე, სადაც ცხოვრობს რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანი და ნამდვილად არ ვაპირებ second-hand choice ვიყო ვიღაცისთვის. Good luck“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები