ფოლკლორის ცენტრის ფესტივალი ,,ხალხური საღამოები“ საქართველოს სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში გაიმართება

ფოლკლორის ცენტრის ფესტივალი ,,ხალხური საღამოები“ საქართველოს სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ფოლკლორის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სკვერში, ტაძრის, ეთნოგრაფიული სახლის ეზოში, სტადიონზე, სოფლის ცენტრში – ქართული ხალხური სიმღერა ყველგან აჟღერდება.

„ფესტივალში მონაწილეობს: 18 ფოლკლორული, 16 საოჯახო ანსამბლი და 3 ინდივიდუალური შემსრულებელი.

ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით საზაფხულო კონცერტები სხვადასხვა კუთხეში აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.
გთავაზობთ კონცერტების განრიგს:

3 ივლისი – რაჭა, სოფელი ლაგვანთა – ანსამბლი ჩვენებურები;
11 ივლისი – შიდა ქართლი, სოფელი ნიქოზი – ანსამბლი ანჩისხატი;
12 ივლისი – ქვემო ქართლი, სოფელი მარტყოფი – ანსამბლი ანჩისხატი;
11 ივლისი – ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი – საოჯახო ანსამბლების კონცერტი:
გურიიდან გორდელაძეები, მჟავანაძეები, ანდღულაძეები, ჩხაიძეები;
რაჭიდან ბერელიძეები;
იმერეთიდან გერსამიები;
14 ივლისი – თბილისი, ფოლკლორის ცენტრის ეზო – ფოლკლორული ანსამბლები: ანჩისხატი, ადილეი, დიდგორი, სახიობა, გორდა;
ინდივიდუალური შემსრულებლები: თინათინ-ნარგილე მეჰთიევა, ალეკო ხიზანიშვილი, ხვიჩა ხვთისიაშვილი;
17 ივლისი – გურია, სოფელი მთისპირი – ანსამბლი დიდგორი;
18 ივლისი – გურია, სოფელი შემოქმედი – ანსამბლი დიდგორი;
20 ივლისი – თბილისი, ფოლკლორის ცენტრის ეზო – საოჯახო ანსამბლების კონცერტი:
კახეთიდან ბიძინაშვილები;
თბილისიდან მელაძეები;
თბილისიდან ვეშაპიძეები;
მცხეთა-მთიანეთიდან გორელიშვილები;
თბილისიდან ურუშაძეები;
21 ივლისი – იმერეთი, ქალაქი წყალტუბო – ანსამბლები: ნადური (წყალტუბო) და ოდოია (სამეგრელო);
22 ივლისი – გურია, ქალაქი ჩოხატაური – ანსამბლები: ამაღლება (ჩოხატაური) და მუსიკელი (სენაკი);
24 ივლისი – კახეთი, სოფელი ართანა – ანსამბლები: ძირიანი (რაჭა) და პატარა კახი (კახეთი);
25 ივლისი – ქვემო ქართლი, ქალაქი წალკა – ანსამბლი სახიობა;
29 ივლისი – სამეგრელო, ქალაქი სენაკი – ანსამბლები: ამაღლება (ჩოხატაური) და მუსიკელი (სენაკი);
2 აგვისტო – სამცხე-ჯავახეთი, სოფელი არალი – ანსამბლი სახიობა;
10 აგვისტო – აჭარა, სოფელი მერისი – ანსამბლი გორდა და თურმანიძეების ოჯახი;
29 აგვისტო – გურია, სოფელი სურები – ანსამბლი ადილეი;
“30 აგვისტო – გურია, სოფელი ჩოჩხათი – ანსამბლები: ადილეო და შემოქმედი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები