სახალისო არდადეგები ფსიქოლოგიურ ბანაკში

საქართველოს ეროვნული გეშტალტ ცენტრი 10 წლიდან 17 წლამდე ასაკის მოზარდებს საზაფხულო სპეციალურ კურსს სთავაზობს:
“წარმატებული პირველი ნაკადის შემდეგ, გიწვევთ შვილების ჯანსაღ განვითარებასა და პიროვნულ ზრდაზე მოამაგე მშობლებს!
შეუქმენით თქვენს შვილებს ხალისიანი, დაუვიწყარი და, რაც მთავარია, სასარგებლო-ნაყოფიერი დასვენების დღეები!
“სახალისო არდადეგები ფსიქოლოგიურ ბანაკში“
ჩატარდება
18 ივლისიდან 25 ივლისამდე (7 ღამე, 8 დღე).
ლოკაცია – წაღვერი, სასტუმრო “ნატვრის ხე”
ასაკობრივი ჯგუფები (10-დან 17 წლამდე).
ბავშვები 8 დღის განმავლობაში აქტიურად ჩაერთვებიან განვითარების ხელშემწყობ აქტივობებში.
ყოველდღე, სახალისო ფსიქოტრენინგის ფონზე, განხილული იქნება თქვენი შვილისთვის პიროვნულად აქტუალური საკითხები.
დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა სახალისო, სააზროვნო და ემოციური ინტელექტის განმავითარებელი აქტივობები (არტ თერაპიული სავარჯიშოები, სახალისო თამაშები, კარაოკე, ცეკვა, კინო ჩვენებები, დისკუსიები ბავშვებისთვის აქტუალურ თემებზე).
სახალისო ფსიქოლოგიური ბანაკი საშუალებას მისცემს თქვენს შვილს, აითვისოს ფსიქოლოგიური მექანიზმები, რომელიც მას დაეხმარება:

სტრესგამძლეობის,
სირთულეებთან გამკლავების,
ემოციების მართვის,
ჰარმონიული ურთიერთობის,
მიზანსწრაფვის,
ნებისყოფის,
მოტივაციის ამაღლებისა და სხვა მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავება-განვითარებაში.

ფსიქოტრენინგის თემატიკა:

ჰარმონიული ურთიერთობის საფუძვლები;
ბულინგის პრევენცია და ბრაზის რეგულაცია;
ემოციური ინტელექტის განვითარების ხელშეწყობა;
სტრესის მართვა;
შიშისა და შფოთვის დაძლევა;
თვითრწმენის განვითარება;
კოგნიტური უნარების (ყურადღება, დასწავლა, მეხსიერება) გაუმჯობესებაზე მუშაობა, მიზანსწრაფვა და მოტივაციის ზრდა.
8 დღის განმავლობაში თქვენს შვილებზე იზრუნებენ და მათთან ითანამშრომლებენ გეშტალტთერაპიაში ევროპული ცენზის კანდიდატი პრაქტიკოსები:
მანჩო წვერავა – ფსიქოლოგი, პრაქტიკოსი გეშტალტთერაპევტი, “საქართველოს ეროვნული გეშტალტ ცენტრის” გენერალური მენეჯერი; საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის პრაქტიკოსი, გეშტალტ-თერაპევტი, დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის საკონსულტაციო ცენტრის ტრენერი და საქართველოს გეშტალტ თერაპევტთა ასოციაციის წევრი.
მას აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე და შშმ პირებთან მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება. არის არასამთავრობო ორგანიზაციის – „ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის“ფსიქოთერაპევტი და წევრი. სხვადასხვა დროს მუშაობდა მოხალისედ ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა „წითელი ჯვარი“, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიის პრევენციის ცენტრი“ და სხვა. როგორც ფსიქოთერაპევტი, დღესაც აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სოციალურ პროექტში.
მართა კაჭრავა – ფსიქოლოგი, “საქართველოს ეროვნული გეშტალტ ცენტრის” პრაქტიკოსი გეშტალტთერაპევტი, ასევე, ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის (EAGT) მიერ აკრედიტებული „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის კურსდამთავრებული. „აზროვნების აკადემიის“ ბავშვების ჯგუფის ფსიქოლოგი, საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის წევრი, ასევე, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების” პროექტების მენეჯერი, როგორც ფსიქოთერაპევტი, დღესაც აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სოციალურ პროექტში.
ხატია გოგოლაძე – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის (EAGT) მიერ აკრედიტებული საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის კურსდამთავრებული. “საქართველოს ეროვნული გეშტალტ ცენტრის” პრაქტიკოსი გეშტალტთერაპევტი, „საქართველოს გეშტალტ თერაპევტთა ეროვნული ასოციაციის“ წევრი და “დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრის” ლექტორ-ტრენერი. “წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის” სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის მაგისტრანტი. არასამთავრობო ორგანიზაციის  „ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის“ ფსიქოთერაპევტი და წევრი.
რეგისტრაციის ბოლო დღე – 12 ივლისი
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://forms.gle/XSufZGhuD7GvxAvG8
ბანაკის ღირებულება შეადგენს 800 ლარს (ღირებულებაში შედის ტრანსპორტირება სასტუმრო სამჯერადი კვებით).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
0322 292 03 36
568 11 99 52″,  – აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები