სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 17:38 საათზე დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ.ში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა, – ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისძვრა 3.3 მაგნიტუდის სიდიდის იყო.