ალუდა ღუდუშაური: ასეთი მასშტაბის აგრესია მედიის წინააღმდეგ სრულიად წარმოუდგენელი იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური მიიჩნევს, რომ 5-6 ივლისს შს მინისტრმა და ქართულმა პოლიციამ მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენა.

“ასეთი მასშტაბის აგრესია ჟურნალისტების, მედიის წარმომადგენლების მისამართით სრულიად წარმოუდგენელი იყო. ქართულ პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს რა უნდა გაეკეთებინა? – ოღონდაც დავფიქრდეთ. პასუხისმგებლობით ვუპასუხოთ ამ შეკითხვას. უნდა გამოეყვანა ასი ათასობით პოლიციელი, რომელიც საქართველოს არ ჰყავს და მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა განელაგებინა?”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები