დავით ზალკალიანი: შევთავაზეთ პარტნიორებს, საქართველო გამოეყენებინათ, როგორც რეგიონული ჰაბი, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ხელშეწყობა მთლიანად გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის

“ჩვენ შევთავაზეთ პარტნიორებს, საქართველო გამოეყენებინათ, როგორც რეგიონული ჰაბი”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს ოპერაციებში მონაწილეობა არის საერთო ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული თანამშრომლობა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებზე, ჩვენ ასევე მნიშვნელოვან კომპონენტად განვიხილავთ ჩვენს როლს რეგიონში. ჩვენ უნდა ვიყოთ საინტერესო ჩვენი პარტნიორებისთვის, მათ უნდა დავანახოთ ჩვენი საჭიროება და ჩვენი უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული როლი რეგიონში. მუდმივად აქეთკენ მივისწრაფვით. ჩვენი მონაწილეობა ნატო-ს ოპერაციებში არის საერთო ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული თანამშრომლობა. ამიტომ, ჩვენ ერთად ვიყავით, როდესაც ავღანეთში ეს მისია დაიწყო და ერთად ვართ დატოვების დროს.

ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს პარტნიორებს, საქართველო გამოეყენებინათ როგორც რეგიონული ჰაბი და ამას არა მხოლოდ ლოჯისტიკური დატვირთვა აქვს, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ხელშეწყობა მთლიანად იმ გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის, რისკენაც არის მოწადინებული მთლიანად ნატო და ცივილიზებული სამყარო“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები