ხაშმში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის გაქურდვის საქმეზე შსს-მ გამოძიება 2 მუხლით დაიწყო

ხაშმში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით მომხდარზე საქმე სსკ-ის 187-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხაშმში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიჭრნენ,შეურაცხყვეს, დააზიანეს და გაიტაცეს ნივთები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები