კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 652, ქვემო ქართლში – 62, იმერეთში – 61
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 652 შემთხვევა, აჭარაში – 59, იმერეთში – 61, ქვემო ქართლში – 62, შიდა ქართლში – 38, გურიაში – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 58, კახეთში – 60, მცხეთა-მთიანეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 198 საიდანაც 3 139 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 804, აჭარაში – 151, იმერეთში – 402.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 672 პირი, მათ შორის, თბილისში – 343, აჭარაში – 38, იმერეთში -147. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 170 პირი, მათგან თბილისში – 118, აჭარაში – 5, იმერეთში – 12. 906 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 697 – თბილისში, 204- აჭარაში. 7 153 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.