თეა წულუკიანი ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე, სოსო გიორგაძე ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე  – მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი – ფრიდონ ინჯია და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი და მეორე ლიგის კლუბების რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა, ფეხბურთის განვითარების ფონდის შესახებ და კლუბების გამართული და შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტის აუცილებლობაზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები