ირაკლი ქადაგიშვილი: გახარიას პოზიცია არ გააჩნია, გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები და ,,ნამუსიც კარგი საქონელია”

“გახარიას პოზიცია არ გააჩნია, გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები და ,,ნამუსიც კარგი საქონელია”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გიორგი გახარიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ასეთი განცხადების გაკეთება მიუთითებს უპასუხისმგებლობაზე.

„შეიძლება ითქვას, რომ გიორგი გახარიას პოზიცია არ გააჩნია. ასევე, არ გააჩნდა პოზიცია, როდესაც გაურკვეველი მიზეზების გამო თანამდებობა დატოვა. გიორგი გახარიას განცხადებაზე შეიძლება ითქვას, „ნამუსიც კარგი საქონელია“, რადგან მისი ჩატარებული ოპერაციები გვახსოვს. მახსოვს პანკისის ხეობაც. მაშინ მას გვერდში დავუდექით და ვცადეთ, რომ მდგომარეობა განგვემუხტა. როდესაც რამდენიმე თვის წინ იმ მთავრობის თავმჯდომარე იყავი, რომლის წევრებიც ძირითადად შენარჩუნებულია, ასეთი განცხადების გაკეთება მიუთითებს შენს უპასუხისმგებლობაზე და შენზე, როგორც პოლიტიკოსზე, რომელმაც საკუთარი ადგილი ვერ მოძებნა და ახლა ცდილობს, დააზიანოს ის, ვინც გაზარდა და ვინც თავის დროზე პოლიტიკოსად შექმნა. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ეს ამ შემთხვევაში პოლიტიკოსის სახეს აჩვენებს, რაც ვწუხვარ, რომ გიორგი გახარიას არ გააჩნია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

5 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა კონსტიტუცია და ვერ დაიცვა მოქალაქეები ძალადობისგან, რაც იყო უუნარობის გამოხატულება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები