მოსამართლე სასამართლოში “ულეტაიტე ვორანის” უსმენდა – რა მოყვა ლევან თევზაძემ კომიტეტის სხდომაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს. ამჯერად, ლევან თევზაძე პასუხობს დეპუტატების შეკითხვებს.
პარტია “მოქალაქეების” წევრის, ლევან იოსელიანის კითხვაზე, თუ რატომ ახასიათებს მას კოლეგა ქუთაისის სასამართლოს “უვარგის თავმჯდომარედ”, ლევან თევზაძე პასუხობს, რომ პირადი წყენის გამო.

მისი თქმით, მან მოსამართლე თამაზ ჯალიაშვილს სასამართლოში რუსული სიმღერების ხმამაღლა მოსმენისთვის მისცა შენიშვნა და ვარაუდობს, რომ სწორედ ეს გახდა მისი მხრიდან უარყოფითი შეფასების მიზეზიც.

“არ არსებობს ერთი შემთხვევაც კი, რომ მე ბატონი თამაზ ჯალიაშვილის საქმეში ჩავრეულიყავი. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა შემოვიდა სასამართლოს მენეჯერი და მითხრა, რომ სართულზე მუსიკები აქვს ჩართული და “ულიტაიწე ვორანის” უსმენს ხმამაღლაო. მომერიდა, ასე ხო არ დავურეკავდი, ავედი მასთან და ვუთხარი, ბატონო თამაზ, იქნებ, ცოტა დაუწიო მაინც, იმიტომ რომ ხმა გამოდის-მეთქი.
ამის გამო გაბრაზდა თუ არ ვიცი, წყენა ჩაიდო გულში. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც გვქონდა კომუნიკაცია, როგორც სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეს”, – თქვა ლევან თევზაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები