ოლივერ ვარჰეი: ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი – ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილას

“ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი – ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილას”, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერისგან გაიგო, რომ ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ ძალადობაში, სამართლის წინაშე აგებს პასუხს.

„არანაირი ფაქტი ვანდალიზმისა და ძალადობის არ იქნება არასდროს საწყისი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა იცოდეს და დაიმახსოვროს, რომ ძალადობა არ შობს არაფერს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და პრემიერისგან გავიგე, რომ სრული ძალით მოხდება დასჯა, ჩართულია სამართალდამცავი ორგანოების სრული მასშტაბი და ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ ძალადობაში, სამართლის წინაშე აგებს პასუხს. რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ვიტყოდი, რომ ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილას. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ევროკომისარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები