გიორგი გახარია: ბოლო ორი დღის მოვლენებით, რაც ქვეყანაში ხდება, თუ ვინმე ხეირობს და სარგებლობს, ეს ჩვენი მტერია
პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მისი თქმით, ვინმეს თუ ჰგონია, რომ ევროპელობა ნიშნავს საკუთარ ტრადიციებსა და ქართული იდენტობაზე უარის თქმას – ეს შეცდომაა.
“ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში რაც ხდება, რა თქმა უნდა, თუ ვინმე ხეირობს და სარგებლობს ეს ჩვენი მტერია, სხვა არავინ. ვინმეს თუ ჰგონია რომ ევროპელობა ნიშნავს საკუთარ ტრადიციებზე და ქართული იდენტობაზე უარის თქმას – ეს შეცდომაა, გვატყუებენ. ეს ის ნარატივია, რომელსაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები გვთავაზობენ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის გზა არის ჩვენი იდენტობის დაცვა, ჩვენი ტრადიციებით წინ ევროპისკენ და არა უკან, წარსულისკენ. ჩვენი ფასი იქნება ნული, ჩვენი ეროვნული იდენტობის და ტრადიციების გარეშე. წინ ევროპისკენ, წინ თანამედროვე მსოფლიოსკენ”, – განაცხადა გახარიამ.