ალუდა ღუდუშაური: პოლიცია ვერ დაბრუნდება იმ წლებში, როდესაც ადამიანებს უსწორდებოდნენ უმოწყალოდ

“პოლიცია აკეთებდა და გააკეთებს ყველაფერს, რომ, ერთი მხრივ, ნებისმიერი პირის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული, ხოლო მეორე მხრივ მისი ქმედებები იყოს ადეკვატური ძალის მატარებელი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიცია ვერ დაბრუნდება იმ წლებში, როდესაც ადამიანებს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ.

“პოლიცია აკეთებდა და გააკეთებს ყველაფერს, რომ, ერთი მხრივ, ნებისმიერი პირის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული, ხოლო მეორე მხრივ მისი ქმედებები იყოს ადეკვატური ძალის მატარებელი. ამიტომ, პოლიცია ვერ დაბრუნდება იმ წლებში, როდესაც ადამიანებს უსწორდებოდნენ უმოწყალოდ, თქვენ გახსოვთ ეს პერიოდი. საქართველომ და ქართველმა ხალხმა ამ პერიოდზე თქვა უარი”,- განაცხადა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები