ეკატერინე ტიკარაძე: ვგმობ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით, მისთვის ძალადობა და აგრესია მიუღებელია.

“მინდა, გამოვეხმაურო ბოლო დღეებში ჩვენს ქალაქში მიმდინარე მოვლენებს და აუცილებლად მინდა, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ ნამდვილად ვგმობ ყველანაირ აგრესიასა და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ.

ჩვენ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ საით მივდივართ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ყველას ერთიანი მიზანი ევროპული ქვეყნების ოჯახის წევრობაა”, – განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს. დაპირისპირება იყო გუშინაც, მედიის მხარდასაჭერ აქციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები