მედიაზე თავდამსხმელები სოლიდარობის აქციას კონტრაქციით უპირისპირდებიან

მედიის წარმომადგენლებზე ძალადობრივი თავდასხმის აქტორები სოლიდარობის აქციას კონტრაქციით უპირისპირდებიან.
ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი მონაწილე პარლამენტის წინ დაანონსებულ მშვიდობიან აქციას ეხმაურება და გუშინ რუსთაველზე შეკრებილებს კვლავ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.
პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ კონტრაქციით “ღირსების დაცვას აპირებს”.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ დაშავებულ და ნაცემ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადა და ძალადობის წინააღმდეგ აქცია დააანონსა. შეკრების დრო 20:00 საათი, ადგილი – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.
ამის პარალელურად აქციას გეგმავენ მედიის წარმომადგენლებიც, თუმცა განსხვავებული ლოკაციით – ისინი დღეს 20:00 საათზე კანცელარიასთან იკრიბებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები