ამირან გამყრელიძე – “ინდური შტამის“ ცირკულაცია ევროპაში მთლიანად ანაცვლებს „ბრიტანულ შტამს“

“თანდათან „ინდური შტამის“ ცირკულაცია მთლიანად ევროპაში ანაცვლებს „ბრიტანული შტამის“ ცირკულაციას და, როგორც არის პროგნოზი, სადღაც აგვისტოს შუა რიცხვებში ის თითქმის სრულად ჩაანაცვლებს „ბრიტანულ შტამს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კლებისკენ მიდის, რაც კარგი შედეგია.

„გუშინ გავაკეთებინეთ ანალიზი, რომლის თანახმადაც, 15 მარტის შემდეგ დღემდე ანუ რაც აცრები დავიწყეთ, კოვიდით გარდაცვლილია 1668 ადამიანი და 1664 არ იყო ვაქცინირებული, ანუ 98,6% ამ გარდაცვლილების არ იყო ვაქცინირებული. თუმცა, მთავარია, რომ ორჯერადად აცრილებში ჩვენ კოვიდით სიკვდილიანობა არ გვქონია. ანუ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ვაქცინები, პირველ ყოვლისა, იცავს მძიმე გართულებისა და მძიმე გამოსავლისგან. ეპიდემიოლოგიური რისკები არის, რა თქმა უნდა და სერიოზული, იმიტომ, რომ ეს ზრდა ახალი შტამების ხარჯზეა. ჩვენ გასულ კვირაში გვქონდა დამატებით კიდევ 25 „დელტა“ ანუ ე.წ.ინდური შტამის შემთხვევა და თანდათან „ინდური შტამის“ ცირკულაცია მთლიანად ევროპაში ანაცვლებს „ბრიტანული შტამის“ ცირკულაციას და როგორც არის პროგნოზი, სადღაც აგვისტოს შუა რიცხვებში ის თითქმის სრულად ჩაანაცვლებს „ბრიტანულ შტამს“. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები