თამარ გაბუნია: “ინდური შტამის” 52 შემთხვევაა დადასტურებული, 5 საეჭვო შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს
“ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული. 5 საეჭვო შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა სიფრთხილე.
„ქვეყანაში, ჯამურად, დელტას, ე.წ. ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული. 5 საეჭვო შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს. ჯერჯერობით, რაიმე მძიმე მიმდინარეობა არ არის, თუმცა რისკია, რომ შესაძლოა, მეტად გავრცელდეს. შეფასებული მაჩვენებლით, ეს 10-დან 20%-მდეა. განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს“, – განაცხადა გაბუნიამ.