კანცელარიასთან 20:00 საათზე მედიის აქცია დაანონსდა
კანცელარიასთან, დღეს, 20:00 საათზე მედიის აქცია დაანონსდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართველი ვიდეო ოპერატორები და ფოტოგრაფების” გვერდი ავრცელებს.
“დაანონსდა მასმედიის აქცია. კანცელარიასთან, 8 საათზე.
თუ თანახმა ხართ და მოხვალთ, დაპლუსდით.
თუ არ ხართ თანახმა, დაწერეთ მიზეზი…
P.S გააზიარეთ ეს პოსტი, რომ ბევრმა ნახოს (სხვა გულშემატკივრებიც რომ მოვიდნენ, მგონი, არაა პრობლემა).
მადლობა, რომ გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს,” – აღნიშნულია გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქცია გუშინ, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების გასაპროტესტებლად დაიგეგმა.