გიორგი ვაშაძე: ეს იყო კარგად დაგეგმილი ძალადობრივი სპეცოპერაცია

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“ეს იყო კარგად დაგეგმილი ძალადობრივი სპეცოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები. მათ კონკრეტული დავალებები გაუნაწილეს კონკრეტულ პირებს, ვინ უნდა დასხმოდა თავს მედიასაშუალებებს, ვინ უნდა დასხმოდა თავს დემონსტრანტებს, ვინ უნდა შევარდნილიყო ოფისებში – ეს იყო ტაქტიკური სვლებით დაგეგმილი ოპერაცია. შეეცდებიან რამდენიმე ადამიანზე გადატეხონ ეს პროცესი, რომ თუ ბევრი დაიჭირეს, მერე ისინი ხმას ამოიღებენ და იტყვიან, რომ დავალება მიიღეს „ქართული ოცნების“ მხრიდან – აი, ამასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები