“პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა “გირჩის” ოფისს კვერცხები ესროლეს (ფოტო)
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ჰერმან საბოს განცხადებით, “პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა მათ ოფისს კვერცხები ესროლეს. ფოტოები ჰერმან საბომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დასხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.