ირაკლი ქადაგიშვილი: აქცია, რომელიც საზოგადოებაში იწვევს ასეთ დაპირისპირებას, შეჩერებული და გადადებული უნდა იყოს

“სახელმწიფო და შს სამინისტრო მაქსიმალურს გააკეთებენ, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აქცია, რომელიც საზოგადოებაში იწვევს ასეთ დაპირისპირებას, შეჩერებული და გადადებული უნდა იყოს.

„ვფიქრობ, ხელისუფლებასთან ერთად მოქალაქეებმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და აქცია, რომელიც საზოგადოებაში იწვევს ასეთ დაპირისპირებას, შეჩერებული და გადადებული უნდა იყოს. დაახლოებით ათი დღის წინ ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა, რომ ყველა კონტექსტის გათვალისწინებით თავი შეგვეკავებინა ისეთი აქციების გამართვისგან, რომელიც გამოიწვევს საზოგადოებაში ძალიან დიდ ნებათაღელვას. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ეს გამოიწვევდა გარკვეულ ნებათაღელვას. ამას ვუყურებთ რუსთაველის გამზირზე. სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურს გააკეთებენ, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს და რაიმე ისეთი ექსცესი არ მოხდეს, რაც დააზიანებს ადამიანებს და უსაფრთხოების პრობლემას შეუქმნის მოქალაქეებს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები