დეკანოზი ბასილ გოგოტიშვილი: შემოვარდა ტაძარში ნაჯახით, დაარბია ყველაფერი, სავარაუდოდ, შეურაცხადი იყო
“შემოვარდა ტაძარში, ხელში ნაჯახი ეჭირა და დაარბია ტაძარი – ხატები, შანდლები, ეპისკოპოსის მაღალი დასაჯდომელი, ხმამაღლა ყვიროდა”,- ამის შესახებ შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსმა დეკანოზმა, ბასილ გოგოტიშვილმა ოზურგეთის საკათედრო ტაძარში მომხდარის თაობაზე განაცხადა.
მისი თქმით, მამაკაცი, სავარაუდოდ, შეურაცხადი იყო.
“შემოვარდა ტაძარში, ხელში ნაჯახი ეჭირა და დაარბია ტაძარი – ხატები, შანდლები, ეპისკოპოსის მაღალი დასაჯდომელი, ხმამაღლა ყვიროდა, სავარაუდოდ, შეურაცხადი იყო. რაც მოასწრო, დაარბია ყველაფერი ნაჯახით. ერთ-ერთმა თვითმხილველმა გამოიძახა პოლიცია და შემდეგ, როგორც ვიცი, დააკავეს”, – აცხადებს “კურიერთან” საუბარში დეკანოზი ბასილ გოგოტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 50 წლამდე ნაჯახით შეიარაღებულმა მამაკაცმა ჯერ ოზურგეთის საკათედრო ტაძარი დაარბია, ხოლო შემდეგ ნაჯახი პოლიციის მანქანას ჩაარტყა. ამ დროისთვის, მამაკაცი უკვე დაკავებულია.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის აღძრული.