ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა დასრულდა.
„საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, მიხაილ სოცკის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამოსავალი მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომაა.
გაფიცული მეშახტეების მოთხოვნასთან დაკავშირებით კი სოცკიმ განაცხადა, რომ ხელფასის ფიქსირებული ოდენობით ზრდა არ იგეგმება.
პროფკავშირების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დიალოგს მიესალმებიან.
დაუბრუნდებიან თუ არა გაფიცულები სამუშაო პროცესს, ხვალ გახდება ცნობილი.
დღეს მინდელის სახელობის შახტის 500-მდე თანამშრომელი გაიფიცა. მეშახტეები ხელფასის მომატებას ითხოვენ.