ვაშლოვანის ნაკრძალში კვლავ ხანძარია – ცეცხლის ქრობის პროცესში შსს-ს ვერტმფრენები ჩაერთვება
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარია.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები. ცოტა ხანში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენიც ჩაერთვება.
ცეცხლის ჩასაქრობად, ადგილზე, სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟებთან ერთად, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების რეინჯერთა ჯგუფიც იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი მიუვალ ადგილზე სამი დღის წინ გაჩნდა. რთული რელიეფის გამო, ცეცხლი ცოცხალი ძალით ჩააქრეს. დაიწვა დაახლოებით 7 ჰექტარი.