რუსთავის მერია: ძლიერი ქარის გამო, რამოდენიმე მისამართზე შექმნილი პრობლემები უკვე აღმოფხვრილია
რუსთავში, წუხელ, ძლიერი ქარის გამო, რამოდენიმე მისამართზე შექმნილი პრობლემები უკვე აღმოფხვრილია. ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.
სტიქიამ საცხოვრებელი სახლების სახურავები, რუსთაველის N35-ში, სარაჯიშვილის N5-სა და კოსტავას გამზირზე არსებულ კორპუსებში დააზიანა. სამივე ლოკაციაზე, სახურავის დაზიანებული ნაწილი, „რუსთავსერვისცენტრისა” და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველება წუხელვე მოხსნეს. სახურავის დაზიანებული ნაწილის აღდგენას მუნიციპალიტეტი დაუყონებლივ დაიწყებს.
ამჟამად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაო მინდინარეობსბოსტანქალაქის ქუჩასა და ქალაქის ცენტრალურ პარკში, სადაც ქარმა ხეები წააქცია.
ძლიერმა ქარმა წუხელ ხეები ბარათაშვილის, მშენებელთა და რუსთაველის ქუჩებზეც წააქცია, სადაც შესაბამისი სამუშაო „რუსთავსერვისცენტრმა“ დღეს დილითვე დაასრულა.
გუშინდელი სტიქიით მიყენებულ ზიანს ქალაქის მუნიციპალუტეტი საკუთარი ძალებით აღმოფხვრის.