ფარავნის ტბაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო.

ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ საღამოს ახალგაზრდა ტბაში საცურაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.

ცხედარი ტბადან უკვე ამოყვანილია. არასრულწლოვანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკას მკვიდრია.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები