ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამივე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა და პოლიციელსაც და მამა-შვილსაც აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

29 ივნისს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ სამივე პირს, გამოძიება სხვადასხვა მუხლით ედავება. ადვოკატების თქმით, გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები