აქცია ტყიბულში – მინდელის შახტის თანამშრომლები ხელფასის მომატებას ითხოვენ
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლები გაიფიცნენ. მეშახტეები ხელფასის გაზრდას ითხოვენ.
პროფკავშირის ხელმძღვანელის, გაგა ისაკაძის განცხადებით, დასაქმებულები ხელფასის 300 ლარით მომატებას ითხოვენ.
ერთ-ერთი მეშახტის თქმით, მათ პროტესტის ამ ფორმას მიმართეს, რადგან 500 ლარად ოჯახებს ვეღარ არჩენენ.
„ოთხი თვეა ვითხოვთ ხელფასის მატებას, მაგრამ უშედეგოდ. იძულებული გავხდით, მიგვემართა პროტესტის ამ ფორმისთვის. რთულია 500 ლარით ოჯახის შენახვა, გაძვირდა ყველაფერი“, – ამბობს ერთ-ერთი მეშახტე, ბესიკ სეფერთელაძე.