ქუთაისში მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური ცენტრი ჩაერთვება

ქუთაისში მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური ცენტრი ჩაერთვება. სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინაციის მსურველ მოსახლეობას 20 კაბინეტი მოემსახურება.

ჩხობაძის ცენტრში ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან მიმდინარეობს და ამ დრომდე 4 000-მდე მოქალაქის ვაქცინაცია მოხდა.

როგორც ადგილზე განმარტავენ, მოსახლეობის მომართვიანობა მაღალი იყო. სამედიცინო დაწესებულებაში იმედოვნებენ, რომ მოსახლეობა ამგვარ აქტიურობას გამოიჩენს მასობრივი ვაქცინაციის პროცესშიც, რომელიც 5 ივლისიდან დაიწყება.

მასობრივი ვაქცინაცია ჩხობაძის ცენტრში „სინოვაკის” და „სინოფარმის” ვაქცინებით გაგრძელდება, მოგვიანებით კი სხვა ვაქცინები დაემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები