სტიქია კახეთში – ძლიერმა ქარმა ლაგოდეხში პრობლემები შექმნა
ძლიერმა ქარმა კახეთში პრობლემები შექმნა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში ხეები წააქცია, ბაისუბანსა და ნინიგორში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი ნაწილობრივ გადახადა.
ადგილებზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ და წაქცეული ხეებისგან გზას ასუფთავებენ.
ზარალის მასშტაბისა და რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.