რუსთავში ძლიერმა ქარმა სახლის სახურავები და სადენები დააზიანა 

ძლიერი ქარის შედეგად, რუსთაველის, სარაჯიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე საცხოვრებელი სახლების სახურავები, მშვიდობისა და რუსთაველის ქუჩებზე კი გარე განათების სადენები დაზიანდა.

ბარათაშვილისა და მესხიშვილის ქუჩებზე ხეები მოტყდა, კოსტავას ქუჩაზე ქარმა ბუნებრივი აირის მრიცხველებიდან გამომავალი მილები დააზიანა.

აღნიშნულ ქუჩებზე მობილიზებულები არიან მერიის შესაბამისი სამსახურები, სამაშველო ბრიგადები, „სოკარ-ჯორჯია გაზის” ავარიული სამსახური, „რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები