,,ხალხური საღამოების“ ფარგლებში, ,,ჩვენებურების“ კონცერტი რაჭაში გაიმართება

“ხალხური საღამოების“ ფარგლებში, ,,ჩვენებურების“ კონცერტი რაჭაში გაიმართება. ინფორმაციას ანსამბლი ,,ჩვენებურები” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფოლკლორის მოყვარულებს სასიამოვნო რაჭული საღამო ელოდება.

“ფოლკლორის ცენტრის ყოველწლიური ფესტივალი ,,ხალხური საღამოები“ 3 ივლისს 19:00 საათზე ანსამბლ ,,ჩვენებურების“ კონცერტით გაიხსნება. პირველი ღონისძიება რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ საკაოში გაიმართება.

სპეციალურად ღონისძიებისთვის შეირჩა დიდეზოიანი სახლი სოფელ საკაოში, სადაც სასიამოვნო რაჭული საღამო ელოდება ფოლკლორის მოყვარულებს. ანსამბლისთვის რაჭა მშობლიური მხარეა. რაჭველი მსმენელი მათ კარგად იცნობს. შესრულდება ქართული ხალხური სიმღერები სხვადასხვა თაობის ადგილობრივ მომღერლებთან ერთად და რა თქმა უნდა ,,ჩვენებურების“ მრავალფეროვანი რეპერტუარი.

,,როგორც ვიცი ფესტივალი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს. ნამდვილად საინტერესო პროექტია. ბევრჯერ გვისაუბრია ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლებთან, სხვადასხვა გადაცემაშიც, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება თავისსავე ყოფით კულტურაში წარმოშობილი კულტურის უკან დაბრუნება. განსაკუთრებით, მაშინ როცა ადამიანებისაგან დაცლილი, მიტოვებული სოფლები ზაფხულობით ივსება, ხალხი უბრუნდება თავის წიაღს და მათ შესაძლებლობას ვაძლევთ მოუსმინონ ქართულ ხალხურ სიმღერას – დიდ საგანძურს,“ – ამბობს ,,ჩვენებურების“ წევრი სოლომონ გოგაშვილი.

საზაფხულო კონცერტები მესამე წელია გრძელდება. 2021 წლის ,,ხალხურ საღამოებში“ მონაწილეობს: 18 ფოლკლორული, 16 საოჯახო ანსამბლი და 3 ინდივიდუალური შემსრულებელი.

ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფესტივალი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.
მომდევნო კონცერტი დაგეგმილია ოზურგეთისა და თბილისში 11 და 14 ივლისს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები