ონში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ონის მუნიციპალიტეტის ვიცემერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილე ეკა მაისურაძესა და მერის რწმუნებულ ლევან შერაზადიშვილთან ერთად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და ჯანდაცვის ა(ა)იპ-ის თანამშრომლებს შეხვდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ჯანდაცვის სფეროში არსებული ამჟამინდელი გამოწვევები და ასევე სამუშაო პროცესში გამოკვეთილი პრობლემური საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საკადრო პრობლემებზე, რომელიც წლებია, ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს აწუხებს.
ვიცემერის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან კომპეტენციის ფარგლებში გაკეთდება მაქსიმალური ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის სამუშაო პირობებისა და მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.