თეა წულუკიანმა ოსტატების რეესტრში ჩარიცხული სპეციალისტები წარადგინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებას ოსტატების რეესტრში ჩარიცხული სპეციალისტები წარუდგინა.

ამ ეტაპზე, გასაუბრება 63-მა სპეციალისტმა გაიარა, რომელთაგან 34-ს კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ ძეგლთა დაცვის სისტემაში დასაქმების რეკომენდაცია მიეცათ. გასაუბრების შედეგად, ოსტატების რეესტრში ჩარიცხული ოსტატები არიან: აბრამიშვილი თენგიზ – მოქანდაკე, ქვითხურო; ალავერდაშვილი სიმონ – ქვითხურო; არსენაძე არჩილ – კირითხურო; ბერიძე ვახტანგ – ქვასა და ხეზე მომუშავე; გაბისკირია ირაკლი – ქვითხურო; გაფრინდაშვილი გია – ქვითხურო; გიგაური პაატა – მოქანდაკე, ქვითხურო; გოგიძე არჩილ – მეთუნუქე; გოგიძე ონისე – მეთუნუქე; გოგრიჭიანი ვახტანგ – ხითხურო; გრიგალაშვილი ბადრი – ხითხურო, მეთუნუქე; დენოსაშვილი მუხრან – მეთუნუქე; ზავრაშვილი ნუგზარ – მოქანდაკე; ზაზაძე გიორგი – ქვითხურო; თევზაძე ნიკოლოზ – ქვითხურო, ხითხურო; იოსელიანი ანატოლი – ქვის ოსტატური დამუშავება ქარხნულად; კაცაძე გიორგი – ქვითხურო, კალატოზი; კვარაცხელია გიორგი – ქვითხურო; კვარაცხელია დავითი – ქვითხურო; კვარაცხელია ზაალი – კირითხურო; კვიწინაძე ჯუმბერ – მეთუნუქე; მარუქაშვილი ირაკლი – ქვითხურო; მარუქაშვილი გელა – კირითხურო; მარუქაშვილი ტატო – ქვითხურო; მექუდიშვილი ზურაბი – კირითხურო; მექუდიშვილი გიორგი – კირითხურო, მეთუნუქე; მურადაშვილი კახაბერ – კირითხურო; საღლიანი ზეზვა – ხითხურო; ფაიქრიძე რომან – ქვითხურო,ხითხურო,(ტაძრები); ჩალაძე ზაქრო – ქვითხურო; ჩოხელი გივი – მოქანდაკე; ჯვარიძე თორნიკე – ქვითხურო; ჯვარიძე გელა – ქვითხურო. ჯეჯელავა რამაზ – ხატმკვეთი, ხის ოსტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები