კანადაში, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, სოფელი 90%-ით დაიწვა (ფოტო)

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, სადაც ჰაერის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, მცირე სოფელი – ლიტონი ხანძრის შედეგად თითქმის 90%-ით დაიწვა.

ბრიტანეთის კოლუმბიაში ხანძრები სხვადასხვა ლოკაციაზე ფიქსირდება. როგორც მედიას ადგილობრივმა დეპუტატმა, ბრედ ვისმა განუცხადა, ხანძრებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ბრიტანეთის კოლუმბიის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას.

სოფელი ლიტონი, სადაც სულ 250 ადამიანი ცხოვრობს, ვანკუვერიდან 260 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელს ცეცხლი, დაახლოებით, 15 წუთში მთლიანად მოედო. პანიკაში მყოფი ხალხი სახლებიდან გარბოდა შინაურ ცხოველებთან ერთად.

მიმდინარე კვირას ლიტონში 49,6 ° C ფიქსირდებოდა.

ბრიტანეთის კოლუმბიაში ხუთი დღის განმავლობაში 486 ადამიანი გარდაიცვალა, ჩვეულებრივ, ეს მაჩვენებელი 165 -ს არ აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები