თამთა მეგრელიშვილი გოგი წულაიაზე – ამ არაკაცმა ისიც იკადრა, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალს სუსის აგენტი უწოდა
ახლა ყველა უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოგმართავთ – დღეს ქალზე მოძალადე გოგი წულაია გათავისუფლდა პატიმრობიდან, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი გოგი წულაიას ციხიდან გათავისუფლების ფაქტს.
,,ამ არაკაცმა ისიც იკადრა, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალს სუსის აგენტი უწოდა.
ან ახლავე ამოიღებთ ხმას და მისცემთ ამ ფაქტს სათანადო შეფასებას, ან არადა ზაზა მეიშვილის დეიდის, მოსამართლე ნელის პარტნიორები გახდებით ყველა!” – წერს მეგრელიშვილის სოციალურ ქსელში.